• Ƀ/$

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე 732 მლნ დაიხარჯება

24 ივლისი 11:18 | ეკონომიკა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ დროისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები,  სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდიანრეობს.


პროექტი, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.


ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.


პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარია და სამუშაოების დასრულება  2022 წლისთვისა დაგეგმილი.


ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო თვალსაზრისით ურთულესი მონაკვეთია.


მსგავს თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


რიკოთზე ხევი-უბისის მონაკვეთის მშენებლობის მოზამზადებელი სამუშაოები გრძელდება


ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება


რიკოთის მშენებარე მონაკვეთზე სიჩქარე 40 კმ/სთ-მდე შეიზღუდა



სხვა სიახლეები