• Ƀ/$

კობა გვენეტაძე : თუ ინფლაციაზე ზეწოლა გაგრძელდება, კომიტეტი პოლიტიკას გაამკაცრებს

24 ივლისი 15:15 | ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას ბრიფინგზე ინფლაციის მაჩვენებელსა და კომიტეტის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები, რაც, ძირითადად, რუსეთთან მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.


"ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია და ინფლაცია წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება. თუმცა, თუ ინფლაციაზე ზეწოლა, გაცვლითი კურსიდან გამომდინარე, გაგრძელდა, კომიტეტი გაამკაცრებს პოლიტიკას",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. ინფლაცია, ძირითადად, საგარეო შოკიდან გამომდინარეა, თუმცა ამ ეტაპისთვის ეროვნული ვალუტის კურსი უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, საგარეო შოკის ანალიზიდან გამომდინარე.


რაც შეეხება ხაზარაძის საკითხს, ამ თემაზე საუბრისგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა ამ საკითხზე კითხვებით საგამოძიებო უწყებებს უნდა მიმართონ. მისი თქმით, ეროვნული ბანკი "თი ბი სი" ბანკთან ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.


სხვა სიახლეები