• Ƀ/$

ვინ რამდენ ოქროს ფლობს? TOP 10 სახელმწიფო ოქროს რეზერვის მიხედვით

27 ივლისი 12:36 | ეკონომიკა

5000 წელზე მეტია, რაც კაცობრიობა ოქროს ამუშავებს. ის ყოველთვის ითვლებოდა სიმდიდრის და ძლევამოსილების სიმბოლოდ. დღესაც, როდესაც ოქროს სტანდარტი აღარ არსებობს სახელმწიფოებს კვლავ გააჩნიათ ოქროს მარაგი. 

აშშ დოლარის წილი საერთაშორისო ვაჭრობაში 87%-ს აღწევს, რაც მას შეუცვლელ ლიდერად ამყოფებს და ახლო მომავალში ამ მიმართულებით არსებით ცვლილებებს არავინ ელის. დოლარის ისტორია დღეის მდგომარეობით 234 წელს ითვლის, მაშინ როცა რომალუმა ოქროს სოლიდუსმა 770 წელი იარსება, აქედან 600 წელზე მეტი ძველი რომის იმპერიის დაშლის შემდეგ და ის იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ვალუტას წაქრმოადგენდა.


ოდესღაც არსებული ფულის ერთეულებიდან ამჟამად უმრავლესობა აღარ არსებობს. მათ კვავ გააჩნიათ ღირებულება კოლექციონერებისთვის, მაგრამ კლასიკურ გაცვლის ან დაგროვების საშუალებად აღარ გამოიყენება.


ამ ყველაფრის ფონზე ოქრო, ფულის ის ერთეულია, რომელიც ღირებულებას არ კარგავს. მართალია ოქროს ფასი იცვლებოდა და იცვლება დღესაც, მაგრამ ის რჩებოდა და რჩება ძვირფას ლითონად.


ოქროს სტანდარტის გაუქმების შემდეგ რეზერვები დოლარში გაკეთდა, თუმცა სახელმწიფოებს ოქროზე ბოლომდე უარი მაინც არ უთქვამთ.


 


XX და XXI საუკუნეებში ოქროს გამოყენების არეალი ციფრულ ტექნოლოგიებშიც გავრცელდა. იაპონია 2020 წლის ტიკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლებს სწორედ ძველი სმარტფონებიდან და ლეპტობებიდან მოპოვებული ოქროთი დაამზადებს.


სხვა სიახლეები