• Ƀ/$

ბაქო–თბილისი–ბაქოს ავიარეისის განრიგი იცვლება

25 ივლისი 08:55 | ეკონომიკა

„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით ავიარეისების განრიგი შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საეროპორტში დროებით შეზღუდვებს უკავშირდება.

3-9 აგვისტოს პერიოდში ფრენები ადგილობრივი დროით შემდეგი გრაფიკით შესრულდება:


J2-223 ბაქო–თბილისი (ადგილობრივი დროით). გაფრენა: 11:10, მოფრენა: 12:20.


J2-224 თბილისი–ბაქო (ადგილობრივი დროით). გაფრენა: 13:00, მოფრენა: 14:10.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების გამო, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის ტერიტორიაზე 3-9 აგვისტოს ფრენები შეიზღუდება.


შეზღუდვები იმოქმედებს: 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში; ასვე 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში თბილისის დროით.


საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2019“ 27 ივლისს გაიხსნება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 14 სახელმწიფოს საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს.


მსგავს თემაზე:

საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების პირობებს ლავროვიც აყენებს



სხვა სიახლეები