• Ƀ/$

ნათია თურნავა: საქართველომ გლობალური ინოვაციების ინდექსში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა

25 ივლისი 14:16 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით საქართველომ ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის ყოფნა დაიმსახურა. 

„საქართველომ გლობალური ინოვაციების ინდექსში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, ჩვენ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის, ეს სრულიად დამსახურებული შეფასებაა“... – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი წინსვლა იმ სიახლეებმა განაპირობა, რომლებიც მთავრობამ ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით გაატარა.


„აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე, ვალდებულებები, რაც განათლების განვითარების თვალსაზრისით ავიღეთ და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.


სხვა სიახლეები