• Ƀ/$

მოლდოვა ბუნებრივ გაზს რუსეთის ნაცვლად უკრაინისგან შეიძენს

25 ივლისი 14:12 | ეკონომიკა

მოლდოვა მზადაა უკრაინიდან გაზი შეისყიდოს, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და კიევი 2019 წლის ბოლოდან ტრანზიტის თაობაზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ.

ამის შესახებ შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, მაია სანდუმ განაცხადა.


„ბუნებრივი აირის მიწოდება - ეს არა ეკონომიკური, არამედ ტექნიკური პრობლემაა. ჩვენ „გაზპრომისგან“ გაზს ვყიდულობთ იმ ფასად, რომლის ანალოგიურად შეგვიძლია უკრაინისგან შეძენა, რომელსაც კიევი თავის მხრივ რევერსული სისტემით იღებს ევროპელი მიმწოდებლებისგან“, - განაცხადა სანდუმ.


მისი სიტყვებით, მოლდოვა საწვავის უკრაინულ სატრანსპორტო სისტემაზე დამოკიდებულია მანამ, სანამ რუმინული ქალაქი იასის და კიშინოვის დამაკავშირებელი გაზსადენი არ აშენდება. ამის შემდეგ, მოლდოვა ბუნებრივი აირის შესყიდვას ევროპიდან აპირებს.


დღესდღეობით მოლდოვა ბუნებრივ აირს „გაზპრომისგან“ ყიდულობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება მას. აქვე აღსანიშნავია, რო 2019 წლის ბოლოს ვადა გასდის „გაზპრომსა“ და უკრანულ „ნაფტოგაზს“ შორის არსებულ სატრანზიტო შეთანხმებას. კიევი მის გახანგრძლივებას ცდილობს, მაგრამ მოსკოვი თვლის, რომ ამ დროისთვის ექსპლუატაციაში ჩაუშვებს გაზსადენს - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ოფიციალურ კრემლს უკრაინის სატრანზიტო სისტემის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.


უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ „გაზპრომი“ პირდაპირი მიწოდების საწვავზე ძალიან მაღალ ფასს ადგენს - იმაზე მეტს, ვიდრე ევროპელი მომხმარებლებისთვის. ამიტომ მათ რუსული გაზის შესყიდვა ევროპაში უწევთ. ასეთ სქემას რევერსულს უწოდებენ.


სანდუს განცხადება შესაძლოა იმასაც გულისხმობდეს, რომ მოლდოვა უკრაინის მსგავსად, აღნიშნულ სქემას გამოიყენებს და რუსულ გაზს არა პირდაპირ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან შეიძენს.


სხვა სიახლეები