• Ƀ/$

გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა 2020 წლამდე გაიხსნება

26 ივლისი 14:47 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თბოელექტოსადგურ გარდაბანი1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი2-ზე მიმდინარე  სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა. ნათია თურნავასთან ერთად თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები  მისმა მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაათვალიერეს.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამტკიცებლად „პირველ რიგში, ეს არის ახალი ჰიდროსადგურები, რომლებიც ჩვენ საკუთარ რესურსებს ეყრდნობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და შეუჩერებელი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია თბოსადგურებიც, ეს არის  საბაზისო სიმძლავრე“, - აღნიშნა მინისტრმა.


შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. თბოსადგურმა 2018 წელს 1.21 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც ჯამური გენარაციის 9.97%-ს შეადგენს.


“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობას საფუძველი  2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. გარდაბნის თბოსადგურისგან განსახვავებით, ახალ თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.


მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. „ეს იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, სადგური უახლესი ტექნოლოგიებით შენდება და ჩვენ მალე მივიღებთ  ამ შესანიშნავ ობიექტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა


ქარის ენერგიის რევოლუცია შოტლანდიაში


ავსტრალია 149 კვ.კმ ფართობზე 13.4 მლნ ცხენის ძალის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს აშენებს



სხვა სიახლეები