• Ƀ/$

ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება

26 ივლისი 17:24 | ეკონომიკა

ქუთაისში ს. გუგუნავას 2  კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. 

პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები.


ს. გუგუნქვას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ.


სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.14 მლნ ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება


ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის ზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო



სხვა სიახლეები