• Ƀ/$

ხონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო

29 ივლისი 13:17 | ეკონომიკა

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. ჩატარებული აგროსამუშაოებისა და წამლობების შედეგად ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს წელს  თხილის კარგი მოსავალი აქვთ. 

ფერმერებმა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად ჩაატარეს.


ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ხონში, ქუტირსა და ივანდიდში არსებულ ვითარებას გაეცნო, სადაც საკარმიდამო ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მათი ადგილზე განადგურება.


ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომელთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისში გაორმაგდება.


ფაროსანისა და სხვა მავნებლების შედეგად 2014-2018 წლებში თხილის ექსპორტი 62%-ით $183 მლნ-დან $70 მლნ-მდე შემცირდა.


მსგავს თემაზე:

აზიურ ფაროსანაზე შეწამლულ ბაღებში თხილის 84% გადარჩა, შუწამლავში 8%


ფერმერები თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან



სხვა სიახლეები