• Ƀ/$

ქუთაისიდან აბასთუმნამდე მანძილის დაფარვის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება

29 ივლისი 14:25 | ეკონომიკა

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი - აბასთუმანის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის, წყალგამტარი მილების და სათავისების მოწყობა, მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 12.9 მლნ ლარია.


ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს 
პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.


ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგძე კი 61.5 კმ-ია
პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.


მსგავს თემაზე:

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება



სხვა სიახლეები