• Ƀ/$

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2020 წლამდე გაუხანგძლივდა

30 ივლისი 10:31 | ეკონომიკა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა 31 დეკემბრამდე გაუხანგძლივა. 

სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო - კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ


ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა


მამუკა ხაზარაძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებს



სხვა სიახლეები