• Ƀ/$

6 თვეში მშენებლობაზე 5000-მდე ნებართვა გაიცა

30 ივლისი 13:44 | ეკონომიკა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობაზე 4991 ნებართვაა გაცემული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. 

მშენებლობა ჯამში 3.521 მლნ კვადრატულ მეტრს მოიცავს, ეს კი შარშანდელზე 17.5%-ით მეტია.


ნებართვების 71.6% ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% თბილისზე, 11.7%  – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11.1% კი აჭარაზე ნაწილდება.


2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.


დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36.4% თბილისზე, 15% – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.


სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1.37 მლნ კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47.6%-ით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6.3%-ით მეტი).


მსგავს თემაზე:

ქობულეთში 500 მლნ-იანი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო


ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე 732 მლნ დაიხარჯება


ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა


გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა 2020 წლამდე გაიხსნება



სხვა სიახლეები