• Ƀ/$

კოლხეთის ეროვნულ პარკში მასშტაბური ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

31 ივლისი 11:46 | ეკონომიკა

კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარების მიზნით, ანაკლიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მერიასა და საქართველოში, USAID-ის “ზრდას” პროექტს შორის ურთიერთგაგების სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. 

პროექტის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის შესასვლელის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სერვისების დანერგვის მეშვეობით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში დამატებითი ეკოტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.


მემორანდუმის თანახმად, შეიქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების კონცეფცია, ადმინისტრაცია აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით, განვითარდება სათევზაო ტურიზმი, მოეწყობა „თოკების პარკი“, საკემპინგე სივრცე და კოტეჯები. აშენდება ახალი ნავმისადგომი და ჩიტებზე დაკვირვების კოშკურები, დასუფთავდება სანაპირო ზოლი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.


კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიაა. პარკში არსებული კოლხური ტყე მიმდინარე წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.


ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა, პორტისა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.


მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და USAID-ის “ზრდას” პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.


მსგავს თემაზე:

ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი გამოიყო


დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდა


დაცული ტერიტორიები, რომლებსაც ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობენ



სხვა სიახლეები