• Ƀ/$

ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

31 ივლისი 12:04 | ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდამ 5.0% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-თ განისაზღვრა.

2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.


ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3%-ით, სამრეწველო ფასების ინდექსი კი 6.4%-ით გაიზარდა.


ექვსთვიან პერიოდში სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია 0.6%-ით. ამ ხნის განმავლობაში ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.5%-ით შემცირდა.


ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ ივნისში 3893 შეადგინა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი 6.829 მლრდ ლარი შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები