კახა კალაძის თქმით, ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგრო ჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
„მოეწყობა 2 კილომეტრის სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას. 15 მილიონი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და 7 თვე დასჭირდება სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მსგავს თემაზე:
„ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე გზაგასაყარი ლისის ტბას ახალი გზით დაუკავშირდება
220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ვტობუსი თბილისში წლის ბოლომდე გამოჩნდება