• Ƀ/$

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა პორტის ფუნქციონირებამდე დასრულდება

1 აგვისტო 18:57 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებს. მისი დასრულება პორტის ამოქმედებამდეა დაგეგმილი. 

საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.


„სახელმწიფო ვალდებულებებს  გეგმის მიხედვით ასრულებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა  არ ყოფილა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ გეგმის მიხედვით მოხდება სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა


მამუკა ხაზარაძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებს



სხვა სიახლეები