• Ƀ/$

საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა

2 აგვისტო 13:40 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განსახილველად საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალმუტაირს შეხვდა. 

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ორი ქვეყნის ბიზნესებს მეტი კოოპერაციისკენ, ხელს შეუწყობს ურთიერთობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს, ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ.


აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოსთან აგროპროდუქტების ექსპორტის კუთხით ითანამშრომლოს.


ასევე პოზიტიური ტრენდია საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით. 2019 წლის იანვარი - ივნისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 68 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიაფრენებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რომელთა სიხშირემ კვირაში 11 რეისს მიაღწია.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საუდის არაბეთის მხარე მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი 2019 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.


მსგავს თემაზე:

საუდის არაბეთში საბაზრო ეკონომიკაზე დაფიქრდნენ


საუდის არაბეთი რუსეთთან ენერგეტიკაში თანამშრომლობას ერიდება



სხვა სიახლეები