• Ƀ/$

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

2 აგვისტო 19:10 | ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსების გამოყოფა საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ჩქაროსნული გზების მშენებლობაში. განაცხადა აავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ. 

აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის გამოყო.


„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის  22.7 კმ გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა. მათ შორის ერთი გვირაბი 9 კმ-იანია და მისი სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც იშვიათია მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ასევე, აღსანიშნავია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი არკული ხიდი, რომელიც საინჟინრო და არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ქვეშეთი-კობის პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის გამოწვევების გადაწყვეტის შესაძლებლობაა. ერთ ლოტზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება აგვისტოში გამფორმდება, ხოლო მე-2 ლოტზე - სექტემბერში. მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის.


მსგავს თემაზე:

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე 16 სახიდე გადასასვლელი განთავსდება


ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB $415 მლნ-ით დააფინანსებს



სხვა სიახლეები