• Ƀ/$

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტში სახელმწიფო ინვესტიცია 250 მლნ დოლარია

4 აგვისტო 16:40 | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტი კერძო  პროექტია, სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში მაინც საკმაოდ დიდია. 

„საერთაშორისო პრაქტიკით, არსებობს კერძო პორტები, სახელმწიფო პორტები და არსებობს შერეული მოდელები, როდესაც სახელმწიფო ფლობს სრულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო მართავს მას კერძო ინვესტორის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტის შემთხვევაში, წავედით სრულად კერძო პორტის გზით, პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა საკმაოდ დიდია.  თუ პირველი ფაზისთვის ინვესტორის ვალდებულება 520 მილიონი დოლარის მოზიდვაა, სახელმწიფოს ჯამური ინვესტიცია პროექტში შეადგენს 100 მილიონ დოლარს დამატებული გზა და რკინიგზა, რომელზეც დაახლოებით 330 მილიონი ლარი დაიხარჯება და ამას დამატებული უკვე დახარჯული 60 მილიონი ლარი.  გამოდის, რომ პროექტში სახელმწიფოს ინვესტიცია უკვე 250 მილიონი დოლარია და ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აქვს პორტის მხოლოდ 1 ოქროს აქცია და მისი ინტერესი მხოლოდ ქვეყნის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ანაკლიის პორტის არსებობაა.  ამდენად, სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში პრაქტიკულად 30%-ს აღემატება. ამიტომ,  ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობს,”- აღნიშნავს ვიცე-პრემიერი. 


მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფოს მიერ პროექტის რისკების დაზღვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ე. წ. პოლიტიკური რისკების გარდა, სახელმწიფომ  აიღო  ვალდებულება აუნაზღაუროს ბანკებს სესხი, თუ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზით შემცირდება პორტის შემოსავლები.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა


ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა პორტის ფუნქციონირებამდე დასრულდება



სხვა სიახლეები