• Ƀ/$

7 თვეში ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა $114 მლნ-ს გადააჭარბა

5 აგვისტო 10:32 | ეკონომიკა

ღვინის ექსპორტი იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით 47.2 მლნ ბოთლამდე გაიზარდა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 6%-იანი ზრდა აჩვენა და $114.2 მლნ-ს მიაღწია. 

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388 038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69 662), ჩინეთი - 21% (4 249 687) და პოლონეთი - 19% (2 250 994). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63 948), ლიეტუვა - 41% (372 918), მონღოლეთი - 35% (172 392), ბელარუსი - 19% (1 008 888), ისრაელი - 51% (165 671), გერმანია - 12% (344 735), ესტონეთი - 9% (357 866), რუსეთი - 2%, (29 132 711), მოლდოვა - 4386% (317 582), ნიდერლანდები - 42% (43 260), ჩეხეთი 42% - (43 260), შვედეთი - 1734% (39 954), ბულგარეთი - 25% (19 986) და ა.შ.


ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29 132 711), უკრაინა (4 893 304), ჩინეთი (4 249 687), პოლონეთი (2 250 994), ყაზახეთი (1 902 618), ბელარუსი (1 008 888), ლატვია (841 236), აშშ (388 038), ლიეტუვა (372 918) და ესტონეთი (357 866).


7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14.5 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%).


მსგავს თემაზე:

ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ღვინის მხრივ საქართველო მე-10 ადგილზეა


ქართული ღვინის ნიმუშების 91%-მა შემოწმება წარმატებით გაიარა


უცხოელი ტურისტები აეროპორტში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან


რუსეთის წილი გლობალური ღვინის იმპორტში 2.8%-ს შეადგენს



სხვა სიახლეები