ივლისში დასაქმებულთა რიცხვი 283 ათასით 157.3 მლნ-მდე გაიზარდა, ამავე დროს სამუშაო ძალის ზრდის შედეგად 88 ათასით 6.1 მლნ-მდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობაც.
აზიური წარმოშობის ამერიკელებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავაც ყველაზე დაბალია, თუმცა ის 2.1%-დან 2.8%-მდეა გაზრდილი. თერკანიან ამერიკელბში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.3%-ს შეადგენს, ლათინოამერიკელებში 4.5%-ს, აფროამერიკელებში 6%-ს, თინეიჯერებში 12.8%-ს რაც მათი გამოუცდელობითა და დაბალი კვალიფიკაციით აიხსნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ში მშპ-ის ზრდის ტემპმა პირველ კავარტალში 3.2%-ს მიაღწია რაც ბოლო ათწლეულში პირველი კვარტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მსგავს თემაზე:
მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია
შეერთებულ შტატებში დასაქმების ბუმია