• Ƀ/$

ნავთობის ფასი 7 თვიან მინიმუმს უახლოვდება

6 აგვისტო 14:11 | ეკონომიკა

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ვარდნას განაგრძობს. Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსული ღირებულება $60-ს ჩამოსცდა და 7 თვიან მინიმუმს მიუახლოვდა.

წლის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობი $55 ღირდა. ირანისთვის და ვენესუელისთვის გამკაცრებულმა სანქციებმა აპრილში შავი ოქროს ფასი 35%-ით $74-მდე გაზარდა. შოკების გადავლისა და წარმოების ზრდის ფონზე მაისიდან ფასმა ისევ კლება დაიწყო.


Brent-ს მსგავსად ასევე 20%-ით $55-მდე შემცირდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსული ფასიც. WTI წლის დასაწყისში $45 ღირდა, აპრილში კი44%-ით გაძვირდა და $65-ს მიაღწია.



ფასების კლებაზე აგვისტოში დამატებითი გავლენა ტრამპის მიერ ჩინეთისთვის $300 მლრდ-ს ღირებულების პროდუქციაზე დაწესებულმა ტარიფებმაც იმოქმედა, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, მის საპასუხოდ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა იუანი ერთბაშად თითქმის 5%-ით გააუფასურა.


ფასების კლება ჯერ-ჯერობით საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არ ასახულა სადაც პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.63-2.69 ლარის ფარგლებში მერყეობს, რეგულარის ფასი 2.51-დან იწყება ხოლო დიზელის 2.60-დან.


სხვა სიახლეები