• Ƀ/$

ნავთობის ფასი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს

7 აგვისტო 11:01 | ეკონომიკა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები უწყვეტ ვარდნას განაგრძობს. პირველად 14 იანვრის შემდეგ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $59-ს ჩამოსცდა. 

წლის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობი $55 ღირდა. ირანისთვის და ვენესუელისთვის გამკაცრებულმა სანქციებმა აპრილში შავი ოქროს ფასი 35%-ით $74-მდე გაზარდა. შოკების გადავლისა და წარმოების ზრდის ფონზე მაისიდან ფასმა ისევ კლება დაიწყო.


Brent-ს მსგავსად ასევე 21%-ით $54-მდე შემცირდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსული ფასიც. WTI წლის დასაწყისში $45 ღირდა, აპრილში კი 44%-ით გაძვირდა და $65-ს მიაღწია.


ფასების კლებაზე აგვისტოში დამატებითი გავლენა ტრამპის მიერ ჩინეთისთვის $300 მლრდ-ს ღირებულების პროდუქციაზე დაწესებულმა ტარიფებმაც იმოქმედა, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, მის საპასუხოდ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა იუანი ერთბაშად თითქმის 5%-ით გააუფასურა.



ნავთობზე ფასების ვარდნას როგორც წესი რუბლის გაუფასურება ახლავს თან, პროცესი ამჟამადაც დაწყებულია. დოლარის ღირებულება 63-დან 65 რუბლამდეა გაზრდილი.


ფასების კლება ჯერ-ჯერობით საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არ ასახულა სადაც პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.63-2.69 ლარის ფარგლებში მერყეობს, რეგულარის ფასი 2.51-დან იწყება ხოლო დიზელის 2.60-დან.


სხვა სიახლეები