• Ƀ/$

ოქროს ფასმა 6 წლიან მაქსიმუმს მიაღწია

7 აგვისტო 12:18 | ეკონომიკა

ნავთობის ფასის საწინააღმდეგოდ, მსოფლიო ბირჟებზე ოქრო რეკორდულად გაძვირდა. უნცია ოქროს ღირებულებამ $1500-ს გადააჭარბა რაც ბოლო 6 წლის მაქსიმუმია.

იანვარში უნცია ოქროს (3.1 გრამი) ღირებულება $1280-ს შეადგენდა, თებერვალში ფასი $1347-მდე გაიზარდა, მაისში $1277-მდე შემცირდა და მას შემდეგ უწყვეტი ზრდა დაიწყო. მხოლოდ ბოლო 1 კვირაში ფასი 5%-ით $1430-დან $1500-მდე გაიზარდა. თუ საზომად გრამებს მივიჩნევთ დგინდება რომ წლის დასაწყისიდან დღემდე 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი $7.08-ით 41.15-დან $48.23-მდე გაზრდილა. ეროვნულ ვალუტაში ეს გრამზე 20 ლარიანი ზრდაა.


თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი შავი ოქროს ფასს დაბლა სწევს, ნამდვილი ოქრო საპირისპიროდ იქცევა. დღევანდელზე ძვირი ოქრო ბოლოს 2012 წელს ღირდა.


მსგავს თემაზე:

ვინ რამდენ ოქროს ფლობს? TOP 10 სახელმწიფო ოქროს რეზერვის მიხედვით


ნავთობის ფასი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს



სხვა სიახლეები