სოფლის მეურნეობა
თხილი
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1711543300

1710763935

საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

1710313506

ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ."რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. 

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9112 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0834 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1711631635

გურია
გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება - გარემოს დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“.კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების - გურიის ეროვნული პარკის შექმნა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას.მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.​კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

საზოგადოება 1711627173

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა.Transfermarket-ზე გამოქვეყნებული მონაცემით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 35 მილიონ ევროს შეადგენს.

საზოგადოება 1711625835

მუმბაი
აზიის მილიარდერთა დედაქალაქი მუმბაი გახდა

ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, მუმბაი გახდა აზიის დედაქალაქი მილიარდერთა ყველაზე დიდი რაოდენობით. ამ გზით მან უკან პეკინი მოიტოვა.CNBC წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი აზიაში პირველ ადგილს იკავებს.2024 წლის გლობალური მდიდარი ქალაქების სიაში პირველ ადგილზეა ნიუ-იორკი (119), შემდეგ მოდის ლონდონი (97), პეკინი (91) და მუმბაი (92). ტოპ-10 ქალაქი, სადაც ყვე­ლაზე მეტი მილიარდერია:🔵 ნიუ-იორკი - 119🔵 ლონდონი - 97🔵 მუმბაი - 92🔵 პეკინი - 91🔵 შანხაი - 87🔵 შენჟენი - 84🔵 ჰონგ კონგი - 65🔵 მოსკოვი - 59🔵 ახალი დელი - 57🔵 სან ფრანცისკო - 52მოხსენების თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 3 279 მილიარდერია, რაც 5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, ჩინეთი კვლავ ლიდერობს სიაში 814 მილიარდერით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ქვეყანამ 155 მილიარდერი დაკარგა. მეორე ადგილზე აშშ გავიდა 800 მილიარდერით, ხოლო მესამეზე ინდოეთი 271-ით.ტოპ-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია:🔵 ჩინეთი - 814🔵 აშშ - 800🔵 ინდოეთი - 271🔵 გაერთიანებული სამეფო - 271🔵 გერმანია - 140🔵 შვეიცარია - 106🔵 რუსეთი - 76🔵 იტალია - 69🔵 საფრანგეთი - 69🔵 ბრაზიალია - 64

საზოგადოება 1711624420

ჰუმანოიდი რობოტი
სამუშაო ადგილები, რომლებსაც რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა “იპარავენ“

ხელოვნური ინტელექტის (AI) ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება დაჩქარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბოლო მოხსენებით, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ შესაძლოა, გლობალურ სამუშაო ადგილების 40%-ზე იქონიოს გავლენა,რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მანქანით ჩანაცვლდება. და რა იქნება მაშინ, თუ ამ მანქანას ხელოვნური ინტელექტიც აქვს? - სამუშაო ადგილები სულ უფრო ხშირად ჩანაცვლდება დაუღალავი და იაფი მუშა ხელით - რობოტებით.საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოხსენებაში ამბობს, რომ ტექნოლოგიის მზარდმა გამოყენებამ შეიძლება გააღრმაოს უთანასწორობა. ფონდი მოუწოდებს მთავრობებს განახორციელონ სოციალური უსაფრთხოების ქსელები და უზრუნველყონ გადამზადების პროგრამები ხელოვნური ინტელექტის ეფექტების შესამცირებლად.რომელი პროფესია არის ყველაზე მეტად რისკის ქვეშ? წარმოგიდგენთ სფეროებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება უკვე დაიწყო და ეფექტურად გრძელდება: დამლაგებელირობოტი მტვერსასრუტები უკვე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ დასუფთავების სამუშაოები ექსკლუზიურად მანქანებით იქნება დაკომპლექტებული.ბარისტაTaizicheng სარკინიგზო სადგურზე ყავის მოყვარულებს არაჩვეულებრივი ბარისტა ემსახურება. მარცვლების დაფქვიდან დაწყებული გაწმენდამდე, ამ ჭკვიან რობოტს შეუძლია ყავის დამზადების პროცესი დაახლოებით ხუთ წუთში განახორციელოს.დახლზე შეკვეთაც კი არ გჭირდებათ; უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი ტელეფონი QR კოდის სკანირებისთვის და დაელოდეთ, სანამ დანარჩენზე ტექნოლოგია იზრუნებს.შეფ-მზარეულილონდონში დაფუძნებულმა სტარტაპმა Moley Robotics-მა გამოიგონა 100% ავტომატიზებული, ინტელექტუალური რობოტი მზარეული. რობოტს შეუძლია გურმანული კერძების მომზადება და საკუთარი თავის გასუფთავებაც კი. რაც ყველაზე კარგია, მას შეუძლია თითქმის ნებისმიერი რეცეპტით კერძის მომზადება.გასული წლის დეკემბერში, მსოფლიოში პირველმა "სრულად ავტონომიურმა" რესტორანმა CaliExpress by Flippy-მა გამოაცხადა, რომ ღიაა ბიზნესისთვის. განყოფილება დაკომპლექტებულია რობოტი მზარეულებით.რობოტი მიმტანებირობოტი მიმტანები ჩნდებიან მთელ მსოფლიოში. დაპროგრამებული საკვების შეგროვებასა და მიწოდებაზე, ეს ნახევრად ჰუმანოიდი რობოტები, მინიმალური დანახარჯით მუშაობენ.ქარხნის მუშარობოტების ქარხნები რეალობად მხოლოდ ახლახან იქცა. ადრეული გამოცდილება მოიცავდა ჩინურ Everwin Precision Technology-ს, რომელმაც 2015 წელს ქარხნის მუშახელის 90% შეცვალა ავტომატებით, ასევე Apple-ისა და Samsung-ის ელექტრონიკის მიმწოდებელი Foxconn, რომელმაც 2016 წელს 60 000 თანამშრომელი რობოტებით ჩაანაცვლა.საკონსულტაციო ორგანიზაციის Oxford Economics-ის ანალიზის მიხედვით, 2030 წლისთვის შეიძლება 20 მილიონი ადამიანი ქარხანაში რობოტი თანამშრომლით შეიცვალოს.ქირურგირობოტები ასევე იკავებენ ადგილებს საოპერაციო დარბაზებში. კომპანია Intuitive Surgery-მ 2000 წელს გამოუშვა თავისი da Vinci რობოტული ქირურგიული სისტემა და მას შემდეგ ის 10 მილიონზე მეტ პროცედურაში გამოიყენებოდა.ულტრა ზუსტი, რობო-ქირურგები ამჟამად გამოიყენება ყველაფრისთვის, მუხლის ჩანაცვლების ოპერაციიდან მხედველობის კორექციამდე.ადმინისტრატორიდა ეს არ არის მხოლოდ ქირურგები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს. საავადმყოფოს ადმინისტრაციული პერსონალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამშრომლების რთული განრიგის ორგანიზებაში და პაციენტების საწოლებზე გადანაწილებაში.გიდი2021 წლის ივლისიდან საბერძნეთში, ალისტრატის მღვიმეში, მანქანა, სახელად პერსეფონი, მუშაობს როგორც „მსოფლიოში პირველი რობოტი ექსკურსიამძღოლი გამოქვაბულში“.მასწავლებელისაგანმანათლებლო რობოტი სახელად Pepper გახდა დიდი ბრიტანეთის პირველი ავტომატიზებული მასწავლებელი, როდესაც იგი შევიდა ლონდონის დიზაინისა და ინჟინერიის უნივერსიტეტის ტექნიკურ კოლეჯში 2016 წლის სექტემბერში. ნახევრად ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც უკვე „ასწავლიდა“ იაპონიის საშუალო სკოლაში, აღჭურვილია მიკროფონებით, HD კამერებით და 3D სენსორებით.გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები უკვე გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საცალო გაყიდვების პარტნიორი, დარაჯი, მწყემსი, ფერმერი, დელივერი, მიმღებში მომუშავე, ონლაინ და ტელე ოპერატორი, ბიბლიოთეკარი, სცენარისტები, ტურისტული აგენტები, მომხმარებელთა მომსახურების მრჩეველი, მომღერლები (დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია ნებისმიერი ხმის ჩანაცვლება), გამხმოვანებლები, პერსონალური მწვრთნელი და სხვა.

სხვადასხვა 1711623888

ბანანი
ბანანის ექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა - რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

ბანანის ექსპორტი (რეექსპორტი) თითქმის, 1300%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის).ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს, საქართველომ 1 კგ ბანანი საშუალოდ, დაახლოებით, 87 ცენტად გაყიდა.საქსტატის მონაცემებით, წელს ყველაზე მეტი ბანანი აზერბაიჯანში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 32,4% მოდის. უფრო დეტალურად გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს 2 თვეში საქართველომ ბანანი გაიტანა:🔵 აზერბაიჯანი - 528.9 ტონა (421.6 ათასი აშშ დოლარი);🔵 ტაჯიკეთი - 476.01 ტონა (418.6 ათასი აშშ დოლარი);🔵 თურქმენეთი - 383.4 ტონა (329.9 ათასი აშშ დოლარი);🔵 უზბეკეთი - 116.4 ტონა (117 ათასი აშშ დოლარი);🔵 სომხეთი - 85.7 ტონა (79.2 ათასი აშშ დოლარი);🔵 რუსეთი - 42.1 ტონა (49.9 ათასი აშშ დოლარი).რაც შეეხება იმპორტს, ზრდამ 85% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველომ 8,987 ტონა (7,623 მლნ აშშ დოლარის) ბანანი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4,863 ტონა (4,234 მლნ აშშ დოლარი).მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 კგ ბანანი, საშუალოდ, დაახლოებით, 84 ცენტად გაყიდა.ამასთან, წელს, ორ თვეში იმპორტირებული ბანანის 99,9% ეკვადორზე მოდის. აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 8,986 ტონა (7,621 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.

ეკონომიკა 1711621599