• Ƀ/$

აშშ და ევროპა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ალტერნატივას განიხილავენ

9 აგვისტო 13:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"ჩრდილოეთის ნაკადი2"-ის ალტერნატივა შეიძლება მილსადენის პროექტი EastMed გახდეს, რომლის საშუალებით ევროკავშირს საწვავი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების გავლით მიეწოდება. იტყობინება გერმანული გამოცემა Junge Welt.

პროექტის განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები საბერძნეთის, აშშ-ს, კვიპროსისა და ისრაელის წარმომადგენლების მონაწილეობით ათენში გაიმართა.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ "შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ შეუძლია აკრძალოს რუსული გაზის იმპორტი".  EastMed შეიძლება გახდეს ალტერნატივა, მაგრამ მხოლოდ 2025 წლის შემდეგ.


ახალი მილსადენით ბუნებრივი აირი კვიპროსისა და ისრაელის საბადოებიდან საბერძნეთის გავლით იტალიასა და სხვა ქვეყნებს უნდა მიეწოდოს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს შეთანხმებას გაზსადენის მშენებლობის შესახებ, იუწყება TASS.


თავის მხრივ, საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრი, კოსტის ჰადიდაკისი აცხადებს, რომ შეხვედრა "არ იყო მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და ხელშეკრულებებს, რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობისათვის".


მილსადენის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მისი ღირებულება $7 მლრდ-ად არის შეფასებული.


აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მილსადენის მშენებლობაში ამერიკის ინტერესი ევროპაში მისი პარტნიორი ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის ზრდაა. აშშ-ს მიზანი ევროკავშირში რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და ბუნებრივი აირის იმპორტის დივესიფიცირებული პოლიტიკის გაძლიერებაა.


სწორედ ამ მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ უჭერს მხარს „გაზის სამხრეთის დერეფნის“ პროექტს, რომელიც ევროპაში რუსულ გაზს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის ბიუროს წარმომადგენელის ვინსენტ კამპოსის 2018 წლის ივლისში გაკეთებული განცხადებით, სამხრეთის დერეფნის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია.


„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან ენერგოუსაფრთხოების სფეროში, რაშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ენერგომატარებლების წყაროების დივერსიფიკაციას. მაგალითად, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს „გაზის სამხრეთის დერეფანს“, რომელიც 2019-2020 წლებიდან მნიშვნელოვანი მოცულობის გაზს მიაწვდის ევროპას კასპიის ზღვის შელფიდან“, – განაცხადა კამპოსმა.


სხვა სიახლეები