• Ƀ/$

რუსეთში ხანძრის შედეგად 1 650 000 000-ზე მეტი ხე დაიწვა

11 აგვისტო 19:22 | ანალიტიკა

რუსეთში ციმბირის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა 4.6 მლნ ჰექტარის ფართობს მიაღწია, რამაც თავის მასშტაბებიდან გამომდინარე ეკოლოგიური მდგომარეობა მთელ პლანეტაზე გააუარესა.

4.6 მლნ ჰექტარი 46 000 კვადრატული კილომეტრია, რაც თავის მხრივ უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული ესტონეთი, დანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ბელგია... უფრო მეტი ვიდრე ისრაელი, ყატარი და მონტენეგრო ერთად აღებული. ბანგლადეშში იმავე ფართობის მიწაზე 51 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ორ ხეს შორის მანძილი 3 მეტრითაც რომ განვსაზღვროთ 1.65 მლრდ დამწვარ ხეს ვღებულობთ.


რა ზარალი მიადგა რუსეთს?


XXI საუკუნეში საქართველოში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა 2008 წელს მოხდა, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა ბორჯომის ტყე გადაწვეს, მაშინ 1100 ჰექტარი განადგურდა. რუსეთი ტერიტორიით საქართველოზე 245-ჯერ დიდია. თუ პროპორციებს მოვიშველიებთ 4.6 მლნ ჰექტარი საქართველოსთვის 18 775 ჰექტარია, ანუ 17-ჯერ უფრო მეტი ვიდრე 2008 წელს დაიწვა. 2008-ში რუსეთმა ტყის გადაწვის გარდა ფოთში 50 ტონა ნავთობი ჩაღვარა, გორში კი რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო ნიადაგში 720 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ეკოლოგიურმა ზარალმა ჯამში 1 მლრდ ლარი შეადგინა. რა ზარალი მიადგა რუსეთს? თუ დაანგარიშების იმავე ფორმულას გამოვიყენებთ, რასაც საქართველოში, $1.43 ტრლნ-ს მივიღებთ. 11 წლის წინ ბორჯომში 290 000 კუბური მეტრი მერქანი ხის მასალა განადგურდა, 11 წლის შემდეგ ციმბირში 1.212 მლრდ კუბური მეტრი მერქანი ხე დაიფერფლა.



რა ზიანი მიადგა კაცობრიობას?


რა ზიანი მიადგა კაცობრიობას? საკმაოდ დიდი. 2 თვის მანძილზე უკვე იმდენი ნახშირორჟანგი გაიფრქვა ატმოსფეროში, რამდენსაც 36 მლნ ავტომობილი გამოჰყოფს მთელი წლის განმავლობაში, ეს მაშინ როცა ინდოეთის ავტოპარკი მხოლოდ 32 მლნ ავტომობილს ითვლის. ბელგიას, ავსტრიას, შვეიცარიას, შვედეთს, ნორვეგიას, დანიას, ფინეთსა და საბერძნეთს კი ჯამში სულ 34 მლნ ავტომობილი ჰყავთ. საქართველოს ავტოპარკში სულ 1.2 მლნ ავტომობილია აღრიცხული, თუმცა რადგან გაჩერებული და ჯართში ჩაბარებული ავტომობილები არ აღირიცხება მათი რეალური რაოდენობა დაახლოებით 15-20 პროცენტით ნაკლებია. 10 და 20 წლის წინ საქართველოში ბერად ნაკლები ავტომობილი იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხანძრის შედეგად 2 თვეში ატმოსფეროში უფრო მეტი CO2 გაიფრქვა ვიდრე ბოლო 50 წელიწადში საქართველოში ავტომობილების შედეგად.


ახლა ხანძარს ათეულობით თვითმფრინავი და ათასობით მეხანძრე ებრძვის, თუმცა საწყის ეტაპზე ოფიციალურ დონეზე ცხადდებოდა, რომ მისი ჩაქრობის ხაჯი პოტენციურ ზარალის ოდენობას გადააჭარბებდა. კრასნოიარსკის გუბერნატორის ალექსი უსმას თქმით ხანძარი ბუნებრივი მოვლენაა და ადამიანის ჩარევა უარყოფით შედეგებს მოიტანდა. კატასტროფისადმი ასეთი ზერელე მიდგომა აძლიერებს ეჭვს, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა მილიონობით კუბური მეტრი გაჩეხი ტყის კვალის დასაფარად.


კვამლი და შეცვლილი ლანდშაფტი კოსმოსიდანაც შესამჩნევი გახდა.



მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რუსულ წყალქვეშა ნავზე ხანძარს 14 მეზვაური ემსხვერპლა



სხვა სიახლეები