• Ƀ/$

898 წელი დიდგორის ბრძოლიდან - რამ განაპირობა აღმაშენებლის ტრიუმფი?

12 აგვისტო 16:44 | ანალიტიკა

დიდგორის ბრძოლიდან 898 წელი გავიდა. აღმაშენებელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი გამეფებიდან 32-ე წელს მოიგო, რასაც წინ ატობით სხვა ბრძოლა და ძირეული რეფორმები უძღოდა. 

თურქების მარბიელი ლაშქრობა საქართველოში პირველად 1068 წელს მოეწყო, 1080 წლიდან სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჟამთააღმწერელმა პერიოდს „დიდი თურქობა“ უწოდა. მეფე გიორგი II-მ ვერც უცხოელი დამყრობლის განდევნა შეძლო და ვერც ქვეყნის შიგნით დაალაგა სიტუაცია. პრაქტიკულად მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი დიდებულების რჩევის გათვალისწინება და გვირგვინის 16 წლის ვაჟისთვის დათმობა გახდა.


1089 წლის საქართველოს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც უკიდურესად მძიმე. მტრის შემოსევისგან შეწუხებული მოსახლეობის ნაწილი ტყეში იყო გახიზნული, ვენახები, ბაღები და სახნავ-სათესები მიტოვებული და გაჩეხილი, სავაჭრო ურთიერთობები მოშლილი, რასაც ფეოდალების თავგასულობაც ემატებოდა.


დავითმა ხარკის გადახდა იკისრა, იმ პირობით, რომ მას თავადვე შეაგროვებდა. ქვეყანაში ნელ-ნელა სტაბილურობის დამყარება დაიწყო.


ფეოდალები ახალგაზრდა მეფისადმი მორჩილების გამოცხადებას არ გეგმავდნენ. უღცობის გამო დაისაჯნენ ლიპარიტ ბაღვაში, მისი ძე რატი და ასევე ძაგანი. ცხადი გახდა რომ მეფე მამისგან გაბხვავებით კომპრომისებზე წასვლას არ აპირებდა.


დავითმა შექმნა მუდმივი ჯარი 5000 კაციანი მონა-სპა და სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელსაც „მსტოვარნს“ უწოდებდნენ. მეფეს უკვე ჰქონდა მტრის გადაადგილებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არმიის შიშით მარბიელ ლაშქრობებს ვეღარ ბედავდნენ.


1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. დავითმა საერთაშორისო ვითარება სწორად შეაფასა და ხარკის გადახდა შეწყვიტა, რაც ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. ერთ-ერთი პირველი მასთაბური ერწუხის ბრძოლა 1104 წელს გაიმართა, სადაც დავითმა განძის ათაბაგი სასტიკად დაამარცხა. შემდგომ წლებში დავითმა წართმეული ტერიტორიები ბრძოლებით დაიბრუნა, გამარჯვება ყოველთვის მას რჩებოდა, მაგრამ გენერალური ბრძოლა ჯერ კიდე წინ იყო.


მართალია ქართული არმია XII საუკუნის 10-იან წლებში შეუდარებლად უფრო ძლიერი იყო ვიდრე 20 წლით ადრე, მაგრამ ეს სიძლიერე ყოვლისშემძლეობას მაინც არ ნიშნავდა. 1118 წელს დავითმა მიიღო იმ დროისათვის ალბათ ძალიან საკამათო გადაწყვეტილება, რაც ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში 40 000 ოჯახი ყვივჩაღის ჩამოსახლებას ნიშნავდა. თითო ოჯახს ბრძოლის დროს თითო მეომრის გამოყვანა დაევალა.


1121 წელს, როდესაც ილ ღაზი საქართველოს 300 000 კაციანი (ზოგი წყაროს ცნობით უფრო მეტი) ლაშქრით მოადგა დავითმა მას 56 000 კაციანი არმოა დაახვედრა, საიდანაც 40 000 ქართველი იყო, 15 000 ყივჩაღი, 500 ალან-ოსი და 100 ფრანგი ჯვაროსანი. ბრძოლა დავითის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც მეფის მხედართმთავრული ნიჭი გახდა, მან მოახერხა და გამოცდილი ილ-ღაზი დიდგორის ვიწრო ხეობაში შეიტყუა. დასაფასებელია იმ 200 გმირის თავგანწირვა, რომლებიც მტრის ჯარში არეულობის შესატანად ხმალდაშვებულები შევიდნენ. ბრძოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე დავითმა უკანდასახევი გზა თავადვე ჩაახერგინა მორებით.


იმ დროს როცა დიდგორი უკვე მოგებული იყო, თბილისს ჯერ კიდევ არაბი ამირა მართავდა. 1122 წელს, დავითის გამეფებიდან 33-ე წელს, თბილისში 400 წლიანი არაბული მმართველობა დასრულდა. სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა.


აღმაშენებლის  მართველობა მხოლოდ მოგებული ომების გრძელი სიით არ ფასდება. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. 1105 წელს რუის-ურნბისის კრებაზე ეკლესია უღირსი სასულიერო პირებისგან გაწმინდა, ურჩ ფეოდალებს დასაყრდენი გამოეცალათ.


დავითის მიერ მოჭრილ მონეტას ქართულთან ერთად არაბული წარწერებიც ჰქონდა. მასზე გამოსახული იყო როგორც ქრისტიანული, ასევე მუსულმანური სიმბოლოები რაც მონეტას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენდა.


საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თბილისის აღების შემდეგ, პოლიტიკური და უფრო მეტად ეკონომიკური მოტივებით უცხოელებს ქართველებთან შედარებით ნაკლები გადასახადი დაუწესა, ებრაელთა უბანში კი ღორის დაკვლა აკრძალა.


აღმაშენებელი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. ნიჭიერ ახალგაზრდებს ბიზანტიაში აგზავნიდა, ხოლო თავად გელათის აკადემია დააარსა.


დავით IV-ს ტიტული „აღმაშენებელი“ გარდაცვალებიდან მხოლოდ 3.5 საუკუნის შემდეგ XV საუკუნეში ეწოდა.


სხვა სიახლეები