• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 13 აგვისტოს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

12 აგვისტო 18:05 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 13 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

დიდუბის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის,  იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები