• Ƀ/$

7 თვეში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა

13 აგვისტო 11:36 | ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ივლისში $7.065 მლრდ შეადგინა რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია.

7 თვეში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა და $2.102 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო იმპორტი 4.7%-ით $4.963 მლრდ-მდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში $2.861 მლრდ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.


უშუალოდ ივლისში ექსპორტი 17%-ით $326 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4%-ით $762 მლნ-მდე შემცირდა.


საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.


მსგავს თემაზე:

ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები