• Ƀ/$

TV პირველის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

13 აგვისტო 12:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტვ პირველი 13 აგვისტოს დილიდან შეფერხებით მაუწყებლობს. არხის ხელმძღვანელობამ ფეისბუქის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზად კიბერშეტევა დაასახელა

"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები."


საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების ნაცვლად დილიდან ეთერი სერიალებმა და მხატვრულმა ფილმებმა შეავსო.


მსგავს თემაზე:

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს



სხვა სიახლეები