• Ƀ/$

ახალციხეში 2 ოჯახის წინააღმდეგ შესაძლოა ექსპროპრიაციის პროცედურები ამოქმედდეს

13 აგვისტო 14:40 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ახალციხის სოფელ ფერსაში მაღალი ძაბვის 220კვ. ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. კომპანიას ანძების დადგმა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებთან მოუწია.

სანაცვლოდ მშენებელმა მეპატრონეებს ერთ კვ.მ. მიწის ფართობზე 38 თეთრი გადაუხადა, ორ ოჯახთან კი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ჯეირანაშვილი და გოგოლაური ამბობენ, რომ თანხა ძალიან ცოტაა.


მაღალი ძაბვის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურ „ახალციხეს“ და ქვესადგურ „ბათუმს“ აკავშირებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ამბობენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მომზადდა, საკომპენსაციო თანხა კი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ განისაზღვრა.


 „ორ ოჯახმა თანხის სიმცირის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ კომპენსაციაზე. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები განმარტავენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.


მსგავს თემაზე:

2030 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 67%-ით 21 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება


140 უშუქო სოფელს ელექტროენერგიის პრობლემა მოუგვარდება



სხვა სიახლეები