• Ƀ/$

Wizz Air-ი ქუთაისიდან 2 დამატებით ავიახომალდსა და 12 ახალ მიმართულებას 2020 წლიდან დაამატებს

14 აგვისტო 11:08 | ეკონომიკა

Wizz Air- მა რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და თორმეტი ახალი მიმართულების დამატება დააანონსა. 

რეისები ფრანკფურტ ჰანის, ჰამბურგის, ჰერაკლიონის, კარლსრუეს /ბადენ ბადენის, ნეაპოლის, ნიცის, ნიურნბერგის, პიზას, პოზნას, სტოკჰოლმის, ტურკუსა და ვენეციის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.


ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, თორმეტი ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.


მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ზემოთ ხსენებული თორმეტი მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ. მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა  მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100% დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე.  ავიაკომპანია Wizz Air-ი გულწრფელად უხდის ბოდიშს დაზარალებულ მგზავრებს აღნიშნული ფაქტით შექმნილი უხერხულობის გამო.


ის მგზავრები რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით: მგზავრები, მსგავს შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს.  მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ Wizz Air-ის სერვის ცენტრს ნომერზე: +995 706 777 037. სხვა ქვეყნებიდან ზარების შემთხვევაში ნომრების გასაგებად კი უნდა ეწვიონ ბმულს.


Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. შვიდწლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ, ავიაკომპანია გაფართოვდა და ქართულ ბაზაზე მეოთხე და მეხუთე Airbus A320 ავიახომალდი გამოყო. 2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს. WIZZ Air– ი თორმეტ მარშრუტთან ერთად, რომლებიც 2020 წლის ივლისსა და დეკემბერში ამოქმედდება, კომპანია მიმდინარე პერიოდში საქართველოდან გთავაზობთ 39 მოქმედ მარშრუტს 19 ქვეყნის მიმართულებით.


Wizz Air-ის შესახებ


Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.


მსგავს თემაზე:

WIZZ AIR მგზავრებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს


ივლისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა



სხვა სიახლეები