• Ƀ/$

გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

16 აგვისტო 14:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი წყალსადენის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს:

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.


მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.


16 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც 16 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულის დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს;


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge


სხვა სიახლეები