• Ƀ/$

ბალტიისპირეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანია დაიწყო

19 აგვისტო 18:14 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.   

კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს  კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს.   


საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალრეიტინგულ სატელევიზიო არხებით გადაიცემა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ მედიას, ასევე  გარე ბანერებს.


ადმინისტრაციის ახალი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტები და ბლოგერები  ეწვევიან, რომლებიც საქართველოს შესახებ ვრცელ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.


სარეკლამო კამპანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში წლის ბოლომდე გაგრძელდება.


მსგავს თემაზე:

ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი რუსეთის ბაზარზე 2019 წელს 0-მდე შემცირდა


აშშ-ში კოსმოსური ტურიზმის განახლებული ცენტრი წარადგინეს



სხვა სიახლეები