• Ƀ/$

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთმა საკუთარ ტერიტორიად მონიშნა

20 აგვისტო 14:31, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

ინფორმაციას cyxymu.info ავრცელებს. გამოცემის გვერდზე აღნიშნულია, რომ სოფელი რუსეთ - აფხაზეთის საზღვარზეა განლაგებული, რომელსაც მდინარე ფსოუ ჰყოფს. ის დასახლებულია ეთნიკურად რუსი მოსახლეობით. რუსეთის ოლიმპიადის დროს, სოფელი რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებმაც თავიანთი საგუშაგო საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში განათავსეს.


ამავე ცნობით, 2014 წლის რუსეთის ოლიმპიადის შემდეგ სოჭის მერი აიბღაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ის მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ყუბანის ტელევიზიის მიერ მომზადებულ მასალაში აიბღაზე საუბარია, როგორც ადლერის რაიონში შემავალ დასახლებულ პუნქტზე, რამაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შეშფოთება გამოიწვია.


გარდა ამისა, აფხაზეთის ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურს.


გარდა ამისა, გამოქვეყნებული მასალაში აღნიშნულია, რომ  Google Maps - ში კრასნოდარის მხარის აღმნიშვნელი კოორდინატების 43.585401 40.242553 შეყვანისას, ჩანს, რომ ეს არის აფხაზეთი - რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია, რომელსაც საქართველო დროებით ვერ აკონტროლებს.


 1904 წელს ამჟამინდელი გაგრის რაიონი შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო თანამედროვე აფხაზეთის დანარჩენი ნაწილი ქუთაისის გუბერნიაში რჩებოდა.


1920 წელს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან, მდინარე ფსოუზე, ახახჩას მთაზე, ახახჩას მთიდან აგაპეტის მთაზე, ყოფილი შავი ზღვის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საღვარზე, ზაქათალას ოლქამდე და ამ ოლქის აღმოსავლეთ საზღვარზე, სომხეთის საზღვრამდე".


1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, რუსეთის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს საზღვარიც ამავე პრინციპით განისაზღვრებოდა. 1929 წელს რუსეთ - საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე გაატარეს, თუმცა, აიბღას ნაწილი სოჭის რაიონის შემადგენლობაში რჩებოდა და საზღვარმა ის ორად გაჰყო.


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას? (ნაწილი II)


11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი