• Ƀ/$

გიორგი ცუცქირიძე: დაბალბიუჯეტიანი ევროპული ბრენდის შემოსვლა ტურიზმზე მხოლოდ დადებითად აისახება

21 აგვისტო 15:24 | ანალიტიკა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საქართველოში ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლას დადებითად აფასებს.

"დაბალბიუჯეტიანი ევროპული ბრენდის „რაინეარის“ საქართველოს ბაზრზე შემოსვლა ტურისტული ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. ეს ირლანდიური ავიაკომპანია არის წამყვანი ევროპული ბრენდი, რომელიც Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია, რომელმაც 2018 წლის მონაცემებით, 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა ევროპის ბაზარზე; წამყვანი ირლანდიური ავიაკომპანიის შემოსვლა. კიდევ ერთხელ ადასტურებს საინვესტიციო და ზოგადად ეკონომიკურ მიმზიდველობას ქვეყანაში. მისი შემოსვლა ქართულ ავიაბაზარზე საქართველოს მთავრობის პოზიტივში უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები წლების მანძილზე გრძელდებოდა;


მიმაჩნია, რომ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლა დადებით გავლენას იქონიებს როგორც ზოგადად ტურინდუსტრიაზე, გაზრდის რა ევროპიდან მგზავრთნაკადს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ავიაბილეთების ფასებზე;


ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია ფრენების დიდ ნაწილს დაახლოები 2/3 განხორციელებს ქუთაისის აეროპორტიდან, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობას და ეკონომიკურ განვითარებას; წლიურად „რაინეარი“ მარტო ევროპის სამი მიმართულებიდან საქართველოში მინიმუმ 73 000 მგზავრს ჩამოიყვანს. პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს. ამასთან, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 9 მიმართულების დამატებაზე",- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


მისივე თქმით, აღნიშნული ავიაკომპანიის საქმიანობს დაწყება იმერეთის რეგიონის ცნობადობი ამაღლებასა და მის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.


"ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს. ქუთაისიდან ერთი მიმართულების მინიმალური ფასი €10, ხოლო თბილისი-მილანის რეისი €20 დან იქნება.


წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ევროპული მგზავრთნაკადის გაძლიერება, არა მხოლოდ მგზავრთნაკადების ზრდის, არამედ მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება;


აღსანიშნავია, რომ ირლანდიური ავიაკომპანია 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით დაფრინავს, მათ შორის ოპერირებს ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, მაროკოსა და შუა აღმოსავლეთის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი, ლიბანი და იორდანია",- აღნიშნავს ექსპერტი.


სხვა სიახლეები