• Ƀ/$

წყალტუბოში დევნილებისთვის 8 სახლი შენდება

22 აგვისტო 12:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს. 

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560  დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.


სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.


პროექტი თვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.  დამონტაჟდება გარე განათება,  ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.  თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,   გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.  2019-2020 წლებში მუნიციპალური განვთარების ფონდი 135 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს დევნილთა სახცოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ჯამში პროგრამის ფარგლებში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.


მსგავს თემაზე:

წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში 130-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა


ბათუმში მრავალსულიან დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ



სხვა სიახლეები