• Ƀ/$

23-24 აგვისტოს გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

23 აგვისტო 15:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟების გამო 23-24 აგვისტოს გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს:

"ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.


gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.


23 აგვისტოს, გლდანის მე-2 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.


სამუშაოების მიმდინარეობისას, 23 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 24 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


გლდანის მე-7 მ/რ-ს N10-12 კორპუსებს, მე-5 მ/რ-ს N12-21 კორპუსებს და მე-6 მ/რ-ს.


ხიზანიშვილის, ჯაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.


ხოლო, 24 აგვისტოს, ურდულები დამონტაჟდება ხიზანიშვილის  ქუჩაზე, N108 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


გლდანის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge."


სხვა სიახლეები