• Ƀ/$

27 აგვისტოს, ჯივიპი ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

26 აგვისტო 12:33 | კომპანიები

ხვალ, 27 აგვისტოს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე N23-თან,  წყალმომარაგების სისტემაზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 27 აგვისტოს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


ისნის რაიონში:


ვაზისუბნის I,II,III მიკრორაიონებს და IV მიკრორაიონის  1-ელ კვარტალს.



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge


სხვა სიახლეები