• Ƀ/$

სებ : საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს

26 აგვისტო 17:05 | კომპანიები

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით) და 2019 წლის პირველი აგვისტოსათვის 44.3 მლრდ ლარი  შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 %-ია.


სხვა სიახლეები