• Ƀ/$

დიდ ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი მატარებელი შექმნეს

28 აგვისტო 14:55 | ტექნოლოგიები

კომპანია Riding Sunbeams-მა დიდ ბრიტანეთში, ნიუ ჰემპშირში მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ხაზი გახსნა.

პირველი მატარებელი, რომელიც მზის ერეგიას იყენებს, დიდ მარშრუტს არ ფარავს, თუმცა ეკოლოგიურად სუფთაა და მუდმივად ივლის.


რიკინიგზას ენერგია მიეწოდება არა პირდაპირ მზიდან, არამედ საკაბელო საშუალებით უახლოესი მზის ელექტროსადგურიდან. ახლომდებარე მეურნეობის მიწებზე დამონტაჟდა 100 მზის პანელი, რომლებიც ენერგიას წარმოქმნიან. ამ პროექტის თავისებურება ის არის, რომ მზის სადგური სპეციალურად რკინიგზის საჭიროებისთვის შეიქმნა.


დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ამ ხაზზე მატარებლები მხოლოდ მზის ენერგიაზე მუშაობენ, თუმცა ამასთან, ისინი არ აკონკრეტებენ, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი ზამთარში, წვიმისას ან ცნობილი ბრიტანული ნისლისას. 



სხვა სიახლეები