• Ƀ/$

სარკეების ნაცვლად ავტომანქანებზე კამერები იტესტება

28 აგვისტო 16:50 | ტექნოლოგიები

ამერიკაში NHTSA–ს სახელით ცნობილი სააგენტო ავტომანქანებზე სარკეების ნაცვლად კამერაზე დაფუძნებული ხილვადობის სისტემას აქტიურად ტესტავს.

თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის ეს სისტემა წარმოებაში მასობრივად დაინერგება. აღნიშნული სისტემა წინა, უკანა და გვერდითა კამერების საშუალებით, მძღოლს მანევრირებას გაუადვილებს. 


Toyota-მ და Lexus ES-მა იაპონიაში გვერდითა კამერიანი მანქანების გაყიდვა გასულ წელს დაიწყო, ამას მოჰყვა Volkswagen, რომელმაც დეკემბერში ევროპაში გვერდითი სარკეების ნაცვლად Audi e-tron მოდელის კამერით აღჭურვილი ავტომობილები გაყიდვაში ჩაუშვა.


ტექნოლოგია უკვე გამოცდილია ევროპასა და იაპონიაში.


ოქტომბერში Tesla-მაც განაცხადა, რომ რვა გარე კამერა თავის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებზე დაამონტაჟა, რაც "მიმდებარე მანქანების 360-გრადუსიან ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს", თუმცა მანქანებს ჯერ კიდევ აქვთ ტრადიციული სარკეები.


სხვა სიახლეები