• Ƀ/$

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით არის გაზრდილი

31 აგვისტო 11:00 | ფინანსები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 154.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.6%-ით გაიზარდა და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (98.0 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 0.7%-ული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმაც (9.8%-ით), რაც ძირითადად იტალიიდან (26.5%-ით), საბერძნეთიდან (13.3%-ით) და პოლონეთიდან (64.9%-ით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე გერმანიიდან გზავნილების მატება.


რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა უკრაინიდან (46.5%-ით) გზავნილების მატებამ. ზომიერად მოიმატა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა თურქეთიდან (-1.0 პპ) და რუსეთიდან (-2.8 პპ) ფულადი გზავნილების კლებას.


სხვა სიახლეები