• Ƀ/$

ლარი ახალ ანტირეკორდს ხსნის

3 სექტემბერი 11:18 | ფინანსები

ლარი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულებამ 2.9725-ს მიაღწია რაც ახალი ანტირეკორდია.

ლარი წლის დასაწყისიდან დღემდე 11%-ით - 30 თეთრით გაუფასურდა, ბოლო 1 წელიწადში კი 40 თეთრით - 15.5%-ით. მიმდინარე წელს ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი სულ 8-ჯერ მოხსნა, ბოლოს 1-ელ აგვისტოს როდესაც ოფიციალურმა კურსმა 2.9718 შეადგინა. თუ სებმა 3 სექტემბრის საღამოს უფრო მაღალი კურსი დაადგინა რეკორდი მეცხრედ მოიხსნება.


აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის გაუფასურება მოჰყვა რეფინანსირების სესხის მოცულობის მკვეთრ 1.06 მლრდ-იან შემცირებას (1.770 მლრდ-დან 710 მლნ-მდე). რასაც სხვა თანაბარ პირობებში პირიქით უნდა ემოქმედა.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები