• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

3 სექტემბერი 13:24 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 3 სექტემბერს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  69 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.540 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები