• Ƀ/$

Bugatti-მ სიჩქარის ახალი რეკორდი მოხსნა

4 სექტემბერი 11:31 | ტექნოლოგიები

ბუგატი სიჩქარის ახალ რეკორდს ხსნის. გერმანიაში 8.87 კმ სიგრძის სპეციალურ ტრასაზე ენდი ვალენსმა მოდერნიზებული Bugatti Chirron-ით 491 კმ/სთ განავითარა რაც სერიული ავტომობილისთვის აბსოლუტური რეკორდია.

Bugatti Chirron-ის სტანდარტული 1500 ცხენისძალიანი მოდელი $3 მლნ ღირს და მისი ელექტრონულად შეზღუდული სიჩქარეც 420 კმ/სთ-ს აღემატება, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 2.4 წამში კრებს. მოდერნიზებულ მოდელში უფრო მაღალი სიჩქარისთვის შეიცვალა აეროდინამიკური მაჩვენებლები და მეტი გამზლეობისთვის საბურავები.


მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ს მოდელების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათეულს, უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ასეულს აღწევს ისა მაინც სერიულ ავტომობილად ითვლება. სპეციალურად სიჩქარის რეკორდისთვის შექმნილ ავტომობილებში 500 კმ/სთ-იანი ზღვარი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გადაილახა, 1997 წელს კი ბგერის სიჩქარე -1188 კმ/სთ-ც იქნა დაძლეული.


მსგავს თემაზე:

მზის მიმართულებით გაშვებული ზონდის სიჩქარე 201 კმ/წმ-ს მიაღწევს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


შანხაი პეკინს 600 კმ/სთ სიჩქარის მატარებლით დაუკავშირდება



სხვა სიახლეები