• Ƀ/$

"Flynas" რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს

4 სექტემბერი 11:53, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flynas," რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "Flynas"-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიანიჭა.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტს კრაკოვის რეისი დაემატა


ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდა



სხვა სიახლეები