• Ƀ/$

ივანე მაჭავარიანი: პირველ ადგილზე ფისკალური სტაბილურობის დაცვას დავაყენებ

5 სექტემბერი 17:52 | ფინანსები

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის  საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ფისკალური სტაბილურობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკა მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.


ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბოლო წლებში მშპ-სთან მიმართებით შემცირდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა. შედეგად, გაიზარდა მთავრობის დანაზოგები და შესაძლებელი გახდა მეტი რესურსის მიმართვა სახელმწიფო ინვესტიციებისკენ.


 „ბუნებრივია, ნებისმიერი სამინისტროს თუ სექტორის სურვილები და საჭიროებები ყოველთვის აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობებს. თუმცა, აუცილებელია და ფინანსთა სამინისტროს როლიც სწორედ ესაა, რომ მოხდეს რესურსებისა და საჭიროებების დაბალანსება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად სწორად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს   არსებული რესურსები და მეორე მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენმა დღევანდელმა საჭიროებებმა არ შექმნას მომავალში ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში იზრდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, კერძო სექტორი არათუ ინვესტიციებზე ფიქრს წყვეტს, არამედ იწყებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შემდეგ ხშირად წლებია საჭირო საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად.


მსგავს თემაზე:

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, მინიმუმ 2%-ით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით


სებმა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა



სხვა სიახლეები