• Ƀ/$

პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემა განახლდა

9 სექტემბერი 11:47 | ეკონომიკა

საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. 

ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.


განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1.2 მლნ ლარი დაიხარჯა. სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა.


პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. მღვიმეს ყოველწლიურად 200 000 ვიზიტორამდე სტუმრობს.


მსგავს თემაზე:

პრომეთეს მღვიმედეან ოკაცეს კანიონამდე მანძილი 9 კმ-მდე მცირდება



სხვა სიახლეები